Saturday, May 14, 2011

ეგვიპტის მდებარეობა

       ძველი ეგვიპტე მდებარეობდა თანამედროვე ეგვიპტის ადგილზე აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ცხოვრებისათვის ვარგისი ადგილები მხოლოდ ნილოსის ნაპირზე იყო ამიტომ ძველი ეგვიპტური ქალაქები ძირითადად ნილოსის ზოლს მიუყვებიან. ნილოსმა უდიდესი როლი ითამაშა ეგვიპტის მთელი პოლიტიკური და ეკონომიკური განვითარების ისტორიის მანძილზე. ჰეროდოტემ ეგვიპტეს სამართლიანად უწოდა "ნილოსის ნობათი", რადგან მისი წყალობით ეგვიპტის ნიადაგი წელიწადში ორჯერ იძლეოდა მოსავალს. მისი მნიშვნელობა კარგად ესმოდათ ეგვიპტელებს და ამიტომ გაღმერთებული ჰყავდათ. მას დიდი ჰაპი ერქვა და ყოველ გაზაფხულზე მისი სადიდებელი დღესასწაული იმართებოდა. ნილოსის მთელ გაყოლებაზე გათხრილი იყო საირიგაციო არხები, რომლებიც სახნავად ვარგისი მიწების მორწყვას უზრუნველყოფდა. საირიგაციო სისტემის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში ეგვიპტელებს შიმშილი ემუქრებოდათ.
ეგვიპტის სიმდიდრეს ასევე განაპირობებდა ბუნებრივი რესურსების სიმდიდრე. აქ მოიპოვებოდა მარმარილო, გრანიტი, ალებასტრი, უდაბნოს ოქრო, ნახევრადძვირფასი ქვები, როგორიცაა ამეთვისტო, მალაქიტი და სხვ.
ეგვიპტეს აღმოსავლეთიდან ესაზღვრება სუეცის არხი- ერთადერთი დამაკავშირებელი გარესამყაროსთან. დასავლეთით ლიბიის უდაბნო, სჩრდილოეთით ხმელთაშუა ზღვა, სამხრეთით კი ნილოსი, რომელიც მას აფრიკიდან გამოჰყოფდ

No comments:

Post a Comment